თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შენჟენის (ჩინეთი) უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. ვიცე-რექტორ ერეკლე ასტახიშვილთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ისაუბრეს ასევე მიმოიხილეს ერთობლივი პროგრამების შემუშავების თეორიული შესაძლებლობაზე საშუალოვადიან პერსპექტივაში.
შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ახლო მომავალში დაიწყება ასევე მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შენჟენის უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე. შეხვედრას თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა გერგედავა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი შოთა ფოთოლაშვილი ესწრებოდნენ.